ევროპის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მეოთხედფინალურ ეტაპზე ნამდვილი საფეხბურთო თრილერი გველოდება. მადრიდის „რეალი“ ბრიტანულ „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება.
გუშინ გამოცემა „Goal.com”-ის ჟურნალისტი პორტუგალიის ეროვნული გუნდისა და „რეალის“ თავდამსხმელ კრიშტიანო რონალდოს ესაუბრა.
ვარსკვლავთბიჭუნამ აღნიშნა, რომ ესპანეთის პირველობაზე წარუმატებელი ასპარეზობის მიუხედავად „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე წარმატებას გეგმავს.
„ჩვენი კლუბი „მანჩესტერ იუნაიტედზე“ გაცილებით ძლიერია. ალბათ ამ გამონათქვამის გამო არაერთი ოპონენტი გამომიჩნდება, მაგრამ მე საკუთარ აზრს ბოლომდე დავიცავ. მალე ბრიტანელებს საფეხბურთო მოედანზე დავუპირისპირდებით და ჩვენს სიძლიერეს მთელ მსოფლიოს დავუმტკიცებთ.
„რეალი“-„იუნაიტედის“ მომავალ დაპირისპირებას მოუთმენლად ველოდები. დღეს მსოფლიო ფეხბურთში გარკვეული სიტყვა მეთქმის და დიდი ავტორიტეტიც გამაჩნია. ეს ყველაფერი სერ ალექს ფერგიუსონის დამსახურებაა, რომელმაც „იუნაიტედში“ გატარებული ექვსი წლის განმავლობაში მაღალი დონის მოთამაშედ ჩამომაყალიბა.“ - განაცხადა კრიშტიანო რონალდომ.