უეინ რუნის შვილმა კონტრაქტი

უეინ რუნის შვილმა კონტრაქტი "მანჩესტერთან" გააფორმა

უეინ რუნის ვაჟმა, კაიმ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად უეინმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

11 წლის კაი ამიერიდან „იუნაიტედის“ აკადემიაში ითამაშებს, მამამ კი მას წარმატებები უსურვა:

„სიამაყის დღე. კაიმ კონტრაქტი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გააფორმა. გააგრძელე მძიმე შრომა, შვილო“, - დაწერა რუნიმ.

შეგახსენებთ, რომ უეინ „რუნი“ „მანჩესტერში“ 2014-2017 წლებში თამაშობდა და 559 მატჩში 253 გოლი გაიტანა.