თბილისის „დინამომ“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა წყალბურთელებმა მონტენეგროს „იადრანი“ 3-ბურთიანი სხვაობით, 11:8 დაამარცხეს.
„დინამოს“ რიგებში 3-3 ბურთი ანდრია ბითაძემ და მარკო ელაჩამ გაიტანეს, თითო გოლი კი დუშან ვაშიჩის, ბესო ახვლედიანის, სანდრო ადეიშვილის, ბორის ვანპენსკისა და იოვან სარიჩის ანგარიშზეა.
„იადრანი“ მონტენეგროს 8-გზის, ევროთასის 4-გზისა და ჩემპიონთა ლიგის 2-გზის გამარჯვებულია.