მომდევნო ორ ოლიმპიადაზე რუსეთს საკუთარი სახელის, დროშისა და ჰიმნის გამოყენება აეკრძალა

მომდევნო ორ ოლიმპიადაზე რუსეთს საკუთარი სახელის, დროშისა და ჰიმნის გამოყენება აეკრძალა

სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მომდევნო ორ ოლიმპიადაზე რუსეთს საკუთარი სახელის, დროშისა და ჰიმნის გამოყენება აეკრძალა.

გარდა ამისა, მომდევნო ორი წლის განმავლობაში რუსეთი მსოფლიო ჩემპიონატებს ვერ უმასპინძლებს.

რუსი სპორტსმენები შეძლებენ ტოკიოს ოლიმპიადასა და 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაში, ასევე ფეხბურთში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღონ, თუ დოპინგის გამოყენებასთან ან ტესტის დადებითი შედეგის დამალვასთან კავშირი არ ექნებათ.