რუსეთის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე ყაზანის „რუბინში“ საკადრო ცვლილებები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
კლუბთან კონტრაქტი დიმიტრი ტარასოვს ამოეწურა, რომელიც მომავალი წლიდან „რუბინის“ მაისურით აღარ ითამაშებს.
ყაზანურ კლუბს ტოვებენ ესპანელი ექიმი რეაბილიტოლოგი ვიქტორ გომეს მედელი და ექიმი ფიზიოთერაპევტი ხავიერ გარსია ნადალიც.
19 ტურის შემდეგ „რუბინს“ 28 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილს იკავებს. ყაზანელთა რიგებში რჩება ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.