ტურინის “იუვენტუსში“ მოჩაუქე პორტუგალიელი სუპერშემტევის კრიშტიანუ რონალდუს ოფიციალურად გულისსწორმა, რეალურად კი მეუღლემ, მოდელმა ჯორჯინა როდრიგესმა საახალწლოდ სოციალურ ქსელში მის მრავალრიცხოვან მომწონებელ-გამომწერებს სიურპრიზი გაუკეთა და წითელ საცურაო კოსტუმში გამოწყობილმა ნაძვის ხესთან გადაღებული ფოტოები ინტერნეტში განათავსა.
თქვენს წინაშე წარმოდგენილ ამ თვალსაამო და მართლაც რომ გულმისავალ ფოტოებს ჯორჯინამ მინაწერიც დაურთო - “ქალბატონი“ წითლებში“ თითქოსდა თვალი გვატყუებდეს და ან მის სილამაზეს ვერ აღვიქვამდეთ ან ჯორჯინას ტანზე საამოდ შემოკვართული მცირეოდენი ნაჭრის ფერს.
სხვათაშორის, როდესაც ჯორჯინა და კრიშტიანუ ამ სამი წლის წინ ერთმანეთს შეხვდნენ და შეხვედრისთანავე გადაეფსკვნენ, ბევრი არამკითხე მოამბე ვარაუდობდა, რომ წყვილს თანაცხოვრება არ გამოუვიდოდა და მათი ღლაბუცი მაქსიმუმ ერთი წელი გაგრძელებულიყო, მაგრამ ნურას უკაცრავად!