რაფაელ ნადალის მწვრთნელი ბენიტო პერეს-ბარბადილო ამბობს, რომ დიდი სლემის 20 ტიტულის მფლობელი მისი შეგირდი, ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშებს. ნადალს შანსი აქვს, ღიას ეპოქაში გახდეს პირველი ჩოგბურთელი, ვინც დიდი სლემის ოთხივე ტურნირს, ერთზე მეტჯერ მოიგებს.
კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში დაწესებული შეზღუდვების გამო, სეზნს პირველ დდ სლემის ტურნრზე, ბევრი ძლიერი ჩოგბურთელის გამოსვლა სათუოა. მათ შორისაა როჯერ ფედერერიც, ვინც აღიარებს, რომ ოპერაციების შემდგ, საუკეთესო კონდიციაში არ იმყოფება და ამის გამო, შეიძლება მელბურნში არ იასპარეზოს.
თავისი 20 ტიტულიდან, ნადალს ავსტრალიაში მხოლოდ ერთი აქვს მოპოვებული, ორჯერაც უიმბლდონის ჩემპიონი იყო. აშშ-ის ღიას ოთხი ტიტულის გარდა, მის მონაგარში როლან გაროსის ჩემპიონის ცხრა წოდებაცაა. გარდა ამისა, მას შანს აქვს, გახდეს პირველი მამაკაცი ჩგბურთელი, ვინც დიდი სლემის 21 ტიტულს მოიპოვებს.
ტრადიციულად, ავსტრალიის ღია პირველობა იანვარში იწყება ხოლმე, მაგრამ ამჯერად ის თებერვალშ დაიწყება. მის მონაწილეებს სრული კარანტინის გავლა მოუწევთ, სანამ ტურნირზე გამოსვლის უფლებას მოიპოვებენ. არც ისაა გამორიცხული, რომ ის ტურნირებიც, რომლები ავსტრალიის ღიას უძღვის წინ, მელბურნში ჩატარდეს.