ორგანიზაცია “გადარჩენის არმიამ“ ფილმების “ბინდი" და “ჰარი პოტერი“ პერსონაჟების თოჯინები ბაშვებისთვის განკუთვნილი საჩუქრების სიიდან ამოიღო.
სათამაშოების, როგორც ცუდი ზეგავლენის მქონე ნივთებად გამოცხადება, ჯერ კიდევ შუა საუკუნეების დროს ხდებოდა და ამის გამო, არაერთი სათამაშიების დამმზადებელი ხელოსანი დაუსჯიათ კოცონზე დაწვით. როგორც ჩანს, ეს “ტრადიცია“ დღესაც შენარჩუნებულია.
“რამდენიმე სათამაშოა, რომელთა აკრძალვაც მშობლებმა გვთხოვეს“, – ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში. აკრძალულ სათამაშოებს შორის “ბინდისა“ და “ჰარი პოტერის“ პერსონაჟებთან ერთად, იარაღებიც მოხვდა.
“გადარჩენის არმია“ მხარს არ უჭერს ჯადოქრობას და შავ მაგიას. ეს ჩვენი პოზიციაა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ვატიკანს დაქვემდებარებული ეს ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაცია გაჭირვებული ოჯახების შვილებისთვის წელს 6000 ათას სასაჩუქრე ნობათს ამზადებს.