ალეხანდრო გომესი „ატალანტას“ ტოვებს

ალეხანდრო გომესი „ატალანტას“ ტოვებს

„ატალანტას“ კაპიტანი ალეხანდრო გომესი კლუბს მთავარ მწვრთნელთან ჯან პიერო გასპერინისთან არსებული კონფლიქტის გამო ტოვებს.

ისინი ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში „მიდტიულანდთან“ მატჩის შესვენების დროს დაუპირისპირდნენ, რის გამოც გომესი მეორე ტაიმში აღარ გამოჩენილა.

მომხდარზე კომენტარი არგენტინელმა ფეხბურთელმა სოციალური ქსელის საშუალებით გააკეთა და აღნიშნა, რომ გულშემატკივრები სრულ სიმართლეს იანვარში, მისი გუნდიდან წასვლის შემდეგ გაიგებენ.