კრიშტიანუ რონალდუ უახლოეს მომავალში საფეხბურთო კარიერის დასრულებას არ გეგმავს.
„იუვენტუსის“ 35 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელის განცხადებით, ორი წლის წინ მას სერიოზული შიში ჰქონდა იმისა, რომ ძველებურ ფორმას ვერ შეინარჩუნებდა, თუმცა თავდაუზოგავი ვარჯიშითა და საქმისადმი სერიოზული მიდგომით ცდილობს კრიტიკოსებს ნაკლები სალაპარაკო დაუტოვოს.
რონალდუ მაგალითს შვეიცარიელი ჩოგბურთელისგან როჯერ ფედერერისგან იღებს, რომელიც 39 წლის ასაკშიც ყველა ტურნირზე უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის.
კრიშტიანუ „იუვეში“ 2018 წლის ზაფხულიდან გამოდის და მას შემდეგ ტურინის გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 100 შეხვედრაში 79 გოლი გაიტანა.