მედია: პაულო დიბალა „იუვენტუსთან“ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

მედია: პაულო დიბალა „იუვენტუსთან“ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

პაულო დიბალა „იუვენტუსთან“ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, - ამის შესახებ JuveFc, წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

„იუვენტუსმა“ პაულო დიბალას ახალი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში წლიურ ხელფასად 10 მილიონი ევრო შესთავაზა.

არგენტინელ ფორვარდსა და ტურინული კლუბის ხელმძღვანელებს შორის მოლაპარაკება დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა ისინი შეთანხმებას ვერ აღწევენ.

დიბალა, რომლის ანაზღაურებაც ახლა 7 მილიონს შეადგენს, ხელფასის გაორმაგებას ითხოვს, რაზეც „იუვეს“ ხელმძღვანელები არ თანხმდებიან.

27 წლის ფეხბურთელი „ბებერ ქალბატონში“ 2015 წლიდან გამოდის და 240 შეხვედრაში 97 გოლი გაიტანა.