კრისტიან ერიქსენმა ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნება გადაწყვიტა. დანიის ნაკრების კაპიტანმა „ინტერის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ვერ შეძლო, რასაც თან მთავარ მწვრთნელთან ანტონიო კონტესთან კონფლიქტიც დაერთო. ერიქსენის შეძენა ინგლისური კლუბებიდან ყველაზე მეტად „არსენალს“ სურს, თუმცა ფეხბურთელის აგენტს პსჟ-სა და "ბაიერნის" წარმომადგენლებიც დაუკავშირდნენ.
იმ შემთხვევაში, თუ დანიელი ნახევარმცველი მიუნხენურ გრანდში წავა, „მილანელები“ სანაცვლოდ კორენტინ ტოლისოს მიიღებენ, პარიზელები კი ნერიაძურის ერიქსენის ლეანდრო პარედესში გაცვლას სთავაზობენ.
თავად ფეხბურთელს ყველაზე მეტად ინგლისში დაბრუნება სურს, თუმცა „არსენალზე“ უფრო ძლიერი კლუბებისგან ელოდება შეთავაზებებს, რადგან დიდი ალბათობით „მეთოფეები“ წელსაც ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩებიან.