გერმანიის საფეხბურთო კლუბი „დორტმუნდი“ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. ბუნდესლიგის უკანასკნელ ტურში საკუთარ მოედანზე "შტუტგართან" 1:5 დამარცხების შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელებმა ლუსიენ ფავრი დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლეს.
ჩემპიონთა ლიგაზე ფავრის მომზადებულმა გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ფლეი-ოფში გავიდა, მაგრამ გერმანიის ჩემპიონატში გუნდი არადამაჯერებლად გამოიყურება და 11 ტურის შემდეგ ლიდერ „ლევერკუზენს“ 6 ქულით ჩამორჩება.
შვეიცარიელი სპეციალისტი „დორტმუნდს“ 2018 წლის 1 ივლისიდან წვრთნიდა და მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 110 შეხვედრიდან გუნდმა 68 მოიგო, 18 ფრედ დაასრულა და 24 წააგო.