პსჟ-ს ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარმა „ლიონთან“ შეხვედრაში უმძიმესი ტრავმა მიიღო, რის გამოც შესაძლოა მისთვის სეზონი ნაადრევად დასრულდა.
96-ე წუთზე მის წინააღმდეგ „ლიონის“ ფეხბურთელმა ტიაგო მენდეშმა იუხეშა, რის გამოც მთავარმა არბიტრმა ის თავდაპირველად გააფრთხილა, თუმცა მოგვიანებით, VAR-ის მითითებით წითელი ბარათი უჩვენა.
წინასწარი ინფორმაციით, ნეიმარს ტერფის მოტეხილობა აქვს, რის მკურნალობასაც რამდენიმე თვე დასჭირდება. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა წინა სეზონშიც მსგავსი სიმძიმის ტრავმა მიიღო, რის გამოც რამდენიმეთვიანი სარეაბილიტაციო კურსის გავლა დასჭირდა.