„ლივერპულისა“ და „ლიონის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჟერარ ულიე 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ Guardian-ი წერს.
ფრანგ სპეციალისტს ბოლო პერიოდში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ქონდა, რის გამოც იძულებული გახდა საფეხბურთო საქმიანობას ჩამოშორებოდა.
განსაკუთრებულ წარმატებებს ულიემ „ლივერპულთან“ ერთად მიაღწია, რომელსაც 1998-2004 წლებში ხელმძღვანელობდა და მისი მწვრთნელობის პერიოდში მერსისაიდელებმა უეფას თასი, ევროპის სუპერთასი, ინგლისის ასოციაციის თასი, ლიგის თასი და სუპერთასი მოიგეს.
რაც შეეხება მის „ლიონურ“ მოღვაწეობას, ულიემ „ოლიმპიკს“ საფრანგეთის ლიგა 1-ის ოქროს მედლები ზედიზედ ორჯერ, 2006 და 2007 წლებში მოაგებინა.