38 წლის მეკარემ „ჩელსის“ 23-წლამდე გუნდში „ტოტენჰემთან“ 3:2 მოგებულ შეხვედრაში სრულად ითამაშა და 2 ბურთიც გაუშვა, თუმცა მისმა თანაგუნდელებმა მატჩი შემოატრიალეს და გაიმარჯვეს.
ჩეხი, რომელმაც ფეხბურთს თავი 2019 წლის იანვარში დაანება, მოედანს 565-დღიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. კარიერის დასრულების შემდეგ ლეგენდარულმა ჩეხმა მეკარემ „ჩელსის“ ტექნიკური დირექტორის თანამდებობა დაიკავა, თუმცა პარალელურად მთავარ გუნდთან ერთადაც ვარჯიშობდა.
ის ლონდონური გუნდის რიგებში 2004-2015 წლებში გამოდიოდა და ამ ხნის მანძილზე 4-ჯერ პრემიერლიგა, თითოჯერ კი ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა მოიგო.