მირალემ პიანიჩი ბოსნიის წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა

მირალემ პიანიჩი ბოსნიის წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა

მირალემ პიანიჩი ბოსნიის წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა. „ბარსელონას“ 30 წლის ფეხბურთელმა გულშემატკივრებს შორის ჩატარებულ გამოკითხვაში კონკურენტებს საკმაოდ დიდი უპირატესობით აჯობა და ეს პრიზი კარიერაში პირველად მოიგო.

თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში პიანიჩი 2008 წლიდან გამოდის და მას შემდეგ ჩატარებულ 98 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა.

საკლუბო კარიერის განმავლობაში მას უთამაშია „მეცში“, „ლიონში“, „რომასა“ და „იუვენტუსში“. გასულ ზაფხულს კი კატალონიურ გრანდში გადავიდა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება, რის გამოც ცოტა ხნის წინ უკმაყოფილება საჯაროდ გამოთქვა.