ანეკდოტები ტოტიზე

ანეკდოტები ტოტიზე

ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ფრანჩესკო ტოტი საკუთარ ქვეყანაში ოხუნჯი ადამიანის რეპუტაციით სარგებლობს. გთავაზობთ მასთან დაკავშირებულ რამდენიმე ანეკდოტს.

„ტოტი ძმასთან ერთად კინოში წავიდა. ფილმში ცხენების დოღს აჩვენებდნენ.

- 10 ევროს ჩამოვალ, რომ თეთრი ცხენი მოიგებს, - ამბობს რიკარდო.

- მე წაბლისფერზე ჩამოვალ, - პასუხობს ტოტი.

საბოლოოდ თეთრმა გაიმარჯვა. რიკარდომ ფულის აღებაზე უარი უთხრა:

- ეს ფილმი ნანახი მქონდა და ვიცოდი, რომელი გაიმარჯვებდა.

- მერე რა, მეც ნანახი მქონდა! - პასუხობს ტოტი.

- მაშინ, რატომ ჩამოხვედი ფსონს წაბლისფერზე?

- მომეჩვენა, რომ დღეს უკეთეს ფორმაში იყო.“

„ტოტი და კანდელა ვარჯიშის დროს დარბიან. ფრანგი გვერდით გაიხედავს და ეუბნება:

- ფრანჩესკო, ნახე მკვდარი მტრედი.

- აბა, სად არის? - კითხულობს ტოტი და თავაწეული ცას ათვალიერებს.“

„რომში ტრაგედიაა, ტოტის ორწიგნიანი ბიბლიოთეკა დაიწვა. ფრანჩესკო სასოწარკვეთილია:

- მეორის გალამაზება ვერ მოვასწარი!“

„რეალურად მომხდარი ისტორია. თამაშის დასრულების შემდეგ, რომელშიც ტოტიმ უკანასკნელ წუთს მოახერხა გოლის გატანა, ფრანჩესკო მოედნიდან გადის.

ჟურნალისტი მიმართავს სიტყვებით „CAPRE DIEM“ (ლათინურად ნიშნავს „იღბლიანი დღეა“).

- რა? ასეთ კითხვებს ნუ მაძლევ, ხომ იცი, ინგლისური არ ვიცი! - პასუხობს ტოტი.“

„ერთხელ ტოტიმ თავსატეხი იყიდა. მის აწყობას ექვსი თვე წვალობდა. დასრულების შემდეგ ყუთზე წაიკითხა წარწერა: „სამიდან ექვს წლამდე ბავშვებისთვის“ და გახარებულმა ამაყად წამოიძახა:

- მართლაც გენიოსი ვარ!“

„ილარი ტოტის ეუბნება:

- ჩემო სიყვარულო, შენზე უკვე ბევრი ანეკდოტი მოიგონეს! იქნებ ერთი, ორი წიგნი მაინც გაქვს წაკითხული. ვთქვათ, შექსპირი?

- რა თქმა უნდა, ძვირფასო, მაგრამ ვერ გამიხსენებია, ვინ დაწერა, - პასუხობს ტოტი.“

„ტოტი და ილარი კაბის ყიდვას აპირებენ. ბლაზი კაბას მოიზომავს და მეუღლეს ეკითხება:

- როგორ გგონია, ეს კაბა არ გამასუქებს?

- ძვირფასო, შენ ხომ მაგის შეჭმას არ აპირებ?“