„მანჩესტერ სიტის“ ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად რუბენ დიაში დასახელდა.
ფანებს შორის ჩატარებულ გამოკითხვაში პორტუგალიელმა მცველმა ჯონ სტოუნსსა და ჟოაო კანსელოს სოლიდური უპირატესობით აჯობა.
გასულ თვეში ინგლისის პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 5 შეხვედრაში „სიტიმ“ მხოლოდ 3 გოლი გაუშვა, რაშიც დიაშს უდიდესი წვლილი მიუძღვის. „ქალაქელებმა“ დიაში სექტემბერში ლისაბონის „ბენფიკადან“ 68 მილიონ ევროდ შეიძინეს.