ყატარის ჩემპიონატში ქართველების დუელი შედგა: მიხეილ ბერიშვილის ალ შამალმა დუდა სანაძის ალ ხორს 102:85 სძლია, თამაში კი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრთა ბენეფისად იქცა, რომელთაც ჯამში 58 ქულა ჩააგდეს.
საინტერესოა, რომ ორივე ქართველმა კალათბურთელმა შეუცვლელად – 40 წუთს ითამაშა. ბერიშვილის მონაგარი 34 ქულა, 14 მოხსნა (4 შეტევაში), 5 პასი და 1 დაფარება იყო. მიხეილმა 10-დან 6 ორქულიანი, 9-დან 7 სამქულიანი და საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო. ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 46-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
სანაძე სამმაგ დუბლს მიუახლოვდა: 24 ქულა, 8 მოხსნა, 8 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება ჰქონდა. მის ანგარიშზე 10-დან 6 ორქულიანი, 6-დან 3 სამიანი და 5-დან 3 საჯარიმოა. სარგებლიანობის კოეფიციენტი – 28.