ვილი ისიანის გამორჩეული მატჩი NCAA-ში

ვილი ისიანის გამორჩეული მატჩი NCAA-ში

ვილი ისიანი ამერიკის სტუდენტურ ლიგაში გამოირჩა. ქართველმა ფორვარდმა მის ამერიკულ კარიერაში სარეკორდოდ ბევრი – 39 წუთი ითამაშა, რა დროშიც 15 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში), 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ისიანმა 4-დან 3 სამქულიანი და 6-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

ეს მონაგარი ისიანმა კენტ სტეიტ გოლდენ ფლეშისთან 66:80 წაგებულ მატჩში დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ლეგიონერმა მოედანზე ამდენი დრო პირველად გაატარა და 15 ქულაც მისი საუკეთესო შედეგია, რადგანაც წინა მატჩებში, შესაბამისად, 7 და 2 ქულა ჰქონდა. ისიც ვთქვათ, რომ მის დეტროტულ კარიერაში ვილიმ 10 ან მეტი ქულა მხოლოდ მეცხრედ ჩააგდო.

მერსი ტიტანსს მიმდინარე სეზონის სამივე არასაკონფერენციო მატჩი წაგებული აქვს, მომდევნო შეხვედრას კი 12 დეკემბერს ვესტერნ მიჩიგანთან ჩაატარებს.