ყაზანის „რუბინში“ ზურიკო დავითაშვილის მომავალი ბუნდოვანია. ქართველი შემტევი ამჟამად ვოლგოგრადის „როტორში“ იჯარით იმყოფება, მაგრამ როგორც რუსული მედია წერს, მისი ყაზანში დაბრუნების საკითხი ეჭვქვეშაა.
„რუბინში“ დავითაშვილის პერსპექტივა არც ისე ნათელია.კლუბში შეტევის ფლანგებზე სერიოზული კონკურენციაა, ამ პოზიციაზე თამაშობს ხვიჩა კვარაცხელიაც. გარდა ამისა, სეზონის პირველ ნახევარში ზურიკომ ვერ შეძლო იმის დამტკიცება, რომ უფრო ძლიერია, ვიდრე დენის მაკაროვი ან სოლტმურად ბაკაევი“, - წერს გამოცემა sport. business-gazeta-გაზეტა.
შეგახსენებთ, ზურიკო დავითაშვილი „რუბინში“ 2019 წელს გადავიდა და თავდაპირველად ძირითად შემადგენლობაში ადგილი ადვილად დაიმკვიდრა, მაგრამ მეორე სეზონში კლუბში პოზიცია დაკარგა. რუსულ გუნდში მან 28 თამაშში 2 გოლი გაიტანა, ზაფხულიდან მოყოლებული კი „როტორში“ 10 უგოლო თამაში აქვს ჩატარებული.