მოხარშული და შემწვარი ხაჭაპური

მოხარშული და შემწვარი ხაჭაპური

ინგრედიენტები

200   გრამი ხაჭო

1   ცალი კვერცხი

50   გრამი კარაქი

100   გრამი იმერული ყველი

230   გრამი ფქვილი

1   ჩ/კ არაჟანი

მარილი გემოვნებით

მომზადება

თასში აურიეთ 200 გრ ხაჭო და 1 ცალი კვერცხი.

დაუმატეთ 100 გრ ფქვილი და მარილი (გემოვნებით). კარგად აურიეთ.

დაუმატეთ დაფშვნილი იმერული ყველი, 1 ჩ/კ არაჟანი, 30 გრ კარაქი და კარგად აურიეთ.

შეურიეთ კიდევ 60–70 გრ ფქვილი და მოზილეთ ცომი, შეაზილეთ ფქვილი საჭიროების მიხედვით, უნდა მიიღოთ რბილი ცომი.

ცომისაგან ხელით პატარ–პატარა გუნდები გააკეთეთ და ოდნავ გააბრტყელეთ. ცომი დაახლოებით 10–12 ცალ ხაჭაპურზე გეყოფათ.

ხაჭაპური მარილიან მდუღარე წყალში მოათავსეთ.

დაუწიეთ გაზქურას და ხაჭაპური 5–6 წუთით ხარშეთ.

მიირთვით ცხელი კარაქთან ან არაჟანთან ერთად.

მოხარშვის შემდეგ ხაჭაპური შეგიძლიათ შეწვათ. ტაფაზე მოათავსეთ 20 გრ კარაქი და ცოტაოდენი ზეთი და დაალაგეთ მოხარშული ხაჭაპურები. წვით საშუალო ტემპერატურაზე ორივე მხარეს. მიირთვით ცხელი.