„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი, ულე-გუნარ სულშერი, თანამდებობაზე დარჩება, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა.
ბოლო ტურში მანკუნიანელებმა „ლაიპციგთან“ 2:3 წააგეს, თუმცა მატჩის მსვლელობისას 0:3 მარცხდებოდნენ. ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს და ევროპა ლიგაზე გადაინაცვლეს.
Daily Mail გვამცნობს, რომ „მანჩესტერის“ ხელმძღვანელობა, ამ მარცხის მიუხედავად, სულშერს ისევ ენდობა და მის გათავისუფლებას არ აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ „ტოტენჰემის“ ყოფილი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო, შეთავაზების შემთხვევაში, მზადაა მანჩესტერული კლუბი ჩაიბაროს.