პოლ პოგბა დიდი ალბათობით „მანჩესტერ იუნაიტედს“ უახლოეს მომავალში დატოვებს. ყოველშემთხვევაში მინო რაიოლამ ამის შესახებ იტალიურ გაზეთ, Tuttosport-თან ინტერვიუში განაცხადა.
მან ისიც არ გამორიცხა, რომ პოგბა ტურინის „იუვენტუსში“ დაბრუნდეს, სადაც სწორედ „მანჩესტერიდან“ 2012 წელს გადავიდა, ხოლო 4 წლის შემდეგ იტალიიდან ინგლისში დაბრუნდა. რაიოლას თქმით, „იუვეში“ დაბრუნება შესაძლებელია.
„პოგბას მორიგი დანიშნულების ადგილი შეიძლება „იუვეტუსი“ იყოს. რატომაც არა? სხვა საკითხებთან ერთად კლუბთან და მის ყოფილ თანაგუნდელებთან ურთიერთობა შესანიშნავია. კორონავირუსის პერიოდში პოლს ბევრი არჩევანი არ აქვს, მაგრამ მთავარი სურვილია“, - განაცხადა რაიოლამ.
პოგბამ „მანჩესტერში“ 2016 წლიდან დღემდე 170 თამაშში 34 გოლი გაიტანა, მას „წითელ ეშმაკებთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. „იუვენტუსში“ კი 2012-2016 წლებში 178 შეხვედრაში თავი 34-ჯერ გამოიჩინა.