თორნიკე შენგელია VTB ლიგაში პოლონეთის „ზელონა გორასთან“ შეხვედრაში ცსკა-ს შემადგენლობაში საუკეთესო იყო.
მოსკოვის გუნდმა მეტოქე 105:73 დაამარცხა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა კი 18 წუთში 18 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. შენგელიამ რვიდან რვა ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 23 შეადგინა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
მომდევნო შეხვედრას ცსკა ევროლიგის გათამაშებაში 11 დეკემბერს „ხიმკისთან“ გამართავს.