ირაკლი კობახიძე: თუ პოლარიზაციისა და არაკონსტრუქციულობის პრობლემა იქნება დაძლეული, გპირდებით, ოპოზიცია ყველა ტიპის პროცესში იქნება ჩართული

ირაკლი კობახიძე: თუ პოლარიზაციისა და არაკონსტრუქციულობის პრობლემა იქნება დაძლეული, გპირდებით, ოპოზიცია ყველა ტიპის პროცესში იქნება ჩართული

მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ამ მოლაპარაკებებში ვართ ჩართულნი, არის ის, რომ პოლარიზაციის ხარისხის მაქსიმალურად შემცირება და ისაა, რომ გვინდა, ოპოზიცია მეტად კონსტრუქციული გავხადოთ. თუ პოლარიზაციისა და არაკონსტრუქციულობის პრობლემა იქნება დაძლეული, გპირდებით, რომ ოპოზიცია ყველა ტიპის პროცესში იქნება ჩართული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, სწორედ ოპოზიციის არაკონსტრუქციული მიდგომის გამო არ არიან ისინი წარმოდგენილნი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ საკოორდინაციო საბჭოში.

„მთავრია, რომ ჩვენ დავინახოთ კონსტრუქციული დამოკიდებულება და პოლარიზაციის ხარისხის შემცირება. თუ ისინი არ გაჰყვებიან სააკაშვილის მითითებებს პოლარიზაციასთან და არაკოსტრუქციულობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ბევრ რამეზე შეიძლება ერთად სხდომა და საუბარი“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში 12 ნოემბრიდან მართავს.

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება.