ირაკლი კობახიძე: საქართველოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში საკვანძო როლი აქვს, ჩვენ დადებითი წვლილი შეგვაქვს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაში, ასევე ვახორციელებთ მნიშვნელოვან პროექტებს დაკავშირებადობის გაუმჯობესების მიზნით

ირაკლი კობახიძე: საქართველოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში საკვანძო როლი აქვს, ჩვენ დადებითი წვლილი შეგვაქვს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაში, ასევე ვახორციელებთ მნიშვნელოვან პროექტებს დაკავშირებადობის გაუმჯობესების მიზნით

საქართველოს აქვს სამხრეთ კავკასიის რეგიონში საკვანძო როლი, ჩვენ, მთელი ამ წლების განმავლობაში, დადებითი წვლილი შეგვაქვს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაში და მომავალში, სწორედ, ამ სულისკვეთებით ვიმოქმედებთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ალბანეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს, მათ შორის, მეზობელ ქვეყნებთან ერთად, რომელიც დაკავშირებადობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

„ჩვენ ევროპასთან ვაკავშირებთ ორ მეზობელ ქვეყანას - აზერბაიჯანსა და სომხეთს. ასევე, საქართველო ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს, მათ შორის, მეზობელ ქვეყნებთან ერთად, რომელიც დაკავშირებადობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ევროპისთვის, ევროკავშირისთვის, ევროკავშირისა და ჩვენი რეგიონის ერთმანეთთან დაკავშირებისთვის. ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია თანამშრომლობისთვის ამ მიმართულებით, ამას ემსახურება იგივე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, სხვა პროექტები, რომლებიც დაკავშირებადობას აუმჯობესებს და მომავალშიც აქტიურად ვიქნებით დაკავებულები მსგავსი პროექტების განხორციელებით,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.