თუ ვერაფერზე ვერ შევთანხმდით, პარლამენტში ვერ მიხილავთ, - ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„გუშინ პუნქტობრივად გავიარეთ ოპოზიციის ერთიანი შეჯერებული პოზიცია და ხელისუფლების მიერ მოტანილი წინადადება. გუშინ გარკვეულ პუნქტებში გარკვეული თანხვედრები გამოიკვეტა და ასევე პუნქტების, სადაც პოზიციები ძლიან დაცილებულია, დღეს პრინციპში, იქ სადაც აზრების თანხვედრა იყო, მოხდა რაღაცეების დაზუსტება, ტექნიკური რაღაცეების. ეს ძირითადად საარჩევნო ადმინისტრაციას ეხება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
მან იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრების შდეგად მხარეები პოზიციებს დაახლოვებენ.