„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა, თუმცა, გარკვეულ საკითხებზე, გარკვეულწილად, მათი პოზიციები დაახლოვდა.
„ოპოზიცია ერთიანია. თუ არ იქნება პოლიტიკური შეთანხმება, ოპოზიციური პარტიები გააგრძელებენ ბოიკოტს. ამაში ყველანი ვართ ერთიანი. არსებობს ყველასთვის ცნობილი 4 ძირითადი საკითხი; ვადამდელი არჩევნები. პოლიტიკური პატიმრების საკითხი, საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმირების საკითხები. პირველ ორ საკითხზე დაშორებულები ვართ ერთმანეთისგან, მესამე სა მეოთხე საკითხებზე, გარკვეულწილად, დავახლოვდით“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ.
მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში 12 ნოემბრიდან მართავს.
ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება.