დავით ჭიჭინაძე: ელჩები, სამწუხაროდ, შუამავლები კი არა მმართველი გუნდის მხარეს უფრო წარმოადგენენ

დავით ჭიჭინაძე: ელჩები, სამწუხაროდ, შუამავლები კი არა მმართველი გუნდის მხარეს უფრო წარმოადგენენ

ე.წ. გადალახულებზე და გადაულახავებზე საუბარიც არასწორია, რადგან ესეც ირიბი აღიარებაა იმ მონაცემების, რასაც „ოცნება“ აცხადებს. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ელჩები, სამწუხაროდ, შუამავლები კი არა მმართველი გუნდის მხარეს უფრო წარმოადგენენ, - ამის შესახებ პარტია „ტრიბუნის“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე Facebook-ზე წერს. ის მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების დახურულ კარს მიღმა არ უნდა მიმდინარეობდეს, რომ არ მოხდეს გარიგება.

„ვინც დღეს ფულზე გაიყიდება, ვინც „ოცნების“ ქმედებაში, შესაბამისად ხალხის მოტყუებაში პოზიტივს ხედავს და „ოცნების“ მხარდაჭერას ცდილობს, იმ ადამიანების ადგილი პოლიტიკაში არ არის! აბა, მორალურად და იდეოლოგიურად ივანიშვილის მიტაცებულ პარლამენტში შესვლა რატომ უნდა მოგინდეს?! ამიტომ ვამბობდი ყოველთვის, რომ ელჩებთან შეხვედრას უნდა ესწრებოდეს ოპოზიცია სრული შემადგენლობით და მედია, ხალხის ზურგსუკან და დახურულ კარს მიღმა რომ არ მოხდეს მოლაპარაკება და გარიგება“, - წერს ჭიჭინაძე.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი მიმდინარეობს. მანამდე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ოპოზიური პარტიების წარმომადგენლებს Facebook პოსტებში მიმართავენ და მათ მოუწოდებენ, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიიღონ.