მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ყველა ჯგუფი დაკომპლექტდა

მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ყველა ჯგუფი დაკომპლექტდა

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და ყველა ჯგუფი დაკომპლექტდა. მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ხუთგუნდიან ჯგუფში ითამაშებს და შეიძლება ითქვას, ურთულესი მეტოქეები ჰყავს - ესპანეთი, შვედეთი, საბრძნეთი და კოსოვო.

რაც შეეხება წილისყრის სრულ შედეგებს და დანარჩენ ჯგუფებს, შემდეგნაირად შეივსო

A ჯგუფი

პორტუგალია

სერბეთი

ირლანდია

ლუქსემბურგი

აზერბაიჯანი

B ჯგუფი

ესპანეთი

შვედეთი

საბერძნეთი

საქართველო

კოსოვო

C ჯგუფი

იტალია

შვეიცარია

ჩრდ. ირლანდია

ბულგარეთი

ლიეტუვა

D ჯგუფი

საფრანგეთი

უკრაინა

ფინეთი

ბოსნია

ყაზახეთი

E ჯგუფი

ბელგია

უელსი

ჩეხეთი

ბელარუსი

ესტონეთი

F ჯგუფი

დანია

ავსტრია

შოტლანდია

ისრაელი

ფარერები

მოლდოვა

G ჯგუფი

ნიდერლანდები

თურქეთი

ნორვეგია

მონტენეგრო

ლატვია

გიბრალტარი

H ჯგუფი

ხორვატია

სლოვაკეთი

რუსეთი

სლოვენია

კვიპროსი

მალტა

I ჯგუფი

ინგლისი

პოლონეთი

უნგრეთი

ალბანეთი

ანდორა

სან მარინო

J ჯგუფი

გერმანია

რუმინეთი

ისლანდია

ჩრდ. მაკედონია

სომხეთი

ლიხტანშტაინი

საკვალიფიკაციო ეტაპის განრიგი:

I ტური: 24-25 მარტი

II ტური: 27-28 მარტი

III ტური: 30-31 მარტი

IV ტური: 1-2 სექტემბერი

V ტური: 4-5 სექტემბერი

VI ტური: 7-8 სექტემბერი

VII ტური: 8-9 ოქტომბერი

VIII ტური: 11-12 ოქტომბერი

IX ტური: 11-13 ნოემბერი

X ტური: 14-16 ნოემბერი

პლეი-ოფი, პირველი რაუნდი: 24-25 მარტი (2022 წელი)

პლეი-ოფი, მეორე რაუნდი: 28-29 მარტი (2022 წელი)

მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს 13 ევროპული ნაკრები მოიპოვებს. აქედან 10 საგზურს ჯგუფის პირველადგილოსნები ავტომატურად მიიღებენ, ხოლო მეორეადგილოსნები პლეი-ოფში გადაინაცვლებენ, სადაც მათ აწ დასრულებული ერთა ლიგის ჯგუფების გამარჯვებულებს შორის საუკეთესო ორი შედეგის მქონე ნაკრებები შეუერთდებიან (ცხადია, თუ ჩვეულებრივი შესარჩევი ციკლიდან არ მოიპოვებენ მუნდიალის ან პლეი-ოფის საგზურს).