მუნდიალი 2022, საკვალიფიკაციო ეტაპი: საქართველოს ნაკრების ჯგუფი ცნობილია

მუნდიალი 2022, საკვალიფიკაციო ეტაპი: საქართველოს ნაკრების ჯგუფი ცნობილია

შვიცარიის ქალაქ ციურიხში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების ჯგუფი გაირკვა. ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი B ჯგუფში იასპარეზებს, რომელიც შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

ესპანეთი

შვედეთი

საბერძნეთი

საქართველო

კოსოვო

აღსანიშნავია, რომ ჩენი ჯგუფი ხუთგუნდიანია და ამის მიზეზი ესპანეთის ნაკრებია, რომელიც უეფას ერთა ლიგის ოთხთა ფინალში თამაშობს ოქტომბერში და ორი სათამაშო ფანჯარა ამისთვის აქვს გამოყოფილი.

საქართველოს ნაკრებს ესპანეთთან და საბერძნეთთან თამაშის გამოცდილება გააჩნია, ხოლო შვედეთისა და კოსოვოს ნაკრებებს აქამდე არასდროს შეხვედრია.