იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მარიო ბალოტელი „მონცას“ წევრი ოფიციალურად გახდა. 30 წლის შემტევმა გუნდთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა მისი გახანგრძლივების პერსპექტივით.
ბალოტელი „მონცაში“ 45-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ამ კლუბის ხელმძღვანელები სილვიო ბერლუსკონი და ადრიანო გალიანი არიან, მარიოს თანაგუნდელი კი კევინ პრინს ბოატენგი იქნება, რომელიც გუნდს ზაფხულში შეუერთდა.
ბალოტელი ბოლოს „ბრეშაში“ თამაშობდა, რომელთანაც კონტრაქტი 6 თვის წინ გაწყვიტა. „მონცა“ სერია B-ში თამაშობს, მაგრამ მიზნად სერია A-ში აღზევება აქვს დასახული.