„ტოტენჰემის“ შემტევი, ჰარი კეინი ჟურნალისტებს საკუთარ სათამაშო ფორმაზე და მისი გუნდის პერსპექტივებზე ესაუბრა. შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის მე-11 ტურის შემდეგ, „ტოტენჰემი“ 24 ქულით სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას.
„მგონი ახლა კარიერაში საუკეთესო ფორმაში ვარ. ჩვენს გუნდს კი ასეთი კარგი სტარტი კარგა ხანია აღარ ჰქონია.
თუმცა, წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა. ადრეც ყოფილა შემთხვევები, როცა გარკვეული პერიოდი ლიდერები ვყოფილვართ, მაგრამ მერე დაგვითმია პოზიციები.
ყოველ მატჩს ისეთს ვიღებთ, როგორიც არის. ახლა „კრისტალ პალასთან“ და „ლივერპულთან“ გვიწევს უახლოესი რთული შეხვედრები და ვეცდებით წარმატებით ვითამაშოთ.“ - ციტირებს კეინის სიტყვებს The Independent.