ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსზე დადებითობის მაჩვენებელი 28%-მდე შემცირდა

ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსზე დადებითობის მაჩვენებელი 28%-მდე შემცირდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით, გუშინ სულ ჩატარდა 16 646 ტესტი, აქედან 11 400 ანტიგენის, ხოლო 5 246 PCR-ტესტი.

მისივე თქმით, დადებითობის მაჩვენებელი მთლიანად 10 პროცენტია.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი ოდნავ მცირდება, 32-31 პროცენტი გვქონდა, ახლა ბოლო ორი დღე გვაქვს 28 პროცენტი. ანუ, დინამიკა ამ დადებითობის პროცენტისა მოდის ქვემოთ, რაც გარკვეული ინდიკატორია იმისა, რომ შესაძლებელია, ამ პერიოდში, ამ პიკში რაღაც სტაბილიზაციის ელემენტები უკვე გამოჩნდა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.