„თუ ვინმეს პარლამენტში შესვლა უნდა, ადგეს და შევიდეს, ვინ ოხერი აკავებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
გიგი უგულავას თქმით, პარლამენტში შესვლა პირდაპირ „ქართულ ოცნებაში“ შესვლას ნიშნავს.
„ამ პარლამენტში ვინც არ უნდა შევიდეს, თავს დაიღუპავს, რაც უნდა ის უქნია, ვინმე კი არ აკავებს, მართლა საბავშვო ბაღს ხომ არ უნდა დაემსგავსოს, პარლამენტარობას აპირებენ.
თუ ვინმეს უნდა, ადგეს და შევიდეს, მაგის დედაც ვატირე, ვინ აკავებს, ვინ ოხერი აკავებს, შევიდეს და დაემსგავსება კობახიძეს, ვოლსკის და ბიძინა ივანიშვილის კიდევ უფრო საზიზღარი მონა იქნება, ვინც შევა.
ადგეს და შევიდეს. ამ საქციელსაც ვაჟკაცობა უნდა, აბა გააკეთონ, ვინ არის ერთი ვაჟკაცი, ვნახოთ“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დღეს გაიმართა. მოლაპარაკებები თითქმის 6 საათს გაგრძელდა.