დრო ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მუშაობს, მათ უდნა მიიღონ გადაწყვეტილება, მოდიან თუ არა კომპრომისზე და შედიან თუ არა პარლამენტში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ სიის წევრმა გიორგი ხელაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.
„რეალურად ბურთი ოპოზიციის მოედანზეა, უბრალოდ ცდილობენ თავიდან აირიდონ პასუხისმგებლობა, როგორც პარლამენტის, ასევე სახელმწიფოს წინაშე. თუ უახლოეს დღეებში ისინი დათმობაზე არ წამოვლენ, უფრო სწორად თუ მათი რეალური ვალდებულება არ შეასრულეს, რაც მათ კონსტიტუციითა და კანონმდებლობით ევალებათ, მაშინ შეიკრიბება პარლამენტი და შესაძლოა ეს მოლაპარაკებები უსასრულოდ გაგრძელდეს მომავალ არჩევნებამდე. შემდეგ ოპოზიციას ალტერნატივად დარჩება მხოლოდ ხმაური, და ისევ და ისევ შანტაჟის ენა, მუქარის ენა, არეულობის ენა, საერთაშორისო მასშტაბის ასპარეზზე არჩევნების დელიგიტიმაციის მცდელობა, დღეს ეს გრიგოლ ვაშაძის მხრიდან უკვე გაჟღერდა“, - აღნიშნა გიორგი ხელაშვილმა.