გია აბაშიძე ბარიერგადალახულ პარტიებს: იმისთვის დახარჯეთ რესურსი, რომ სააკაშვილის მუქარისა და ბოკერიას თვალების ბრიალის, დამუნათების მსხვერპლნი გამხდარიყავით?

გია აბაშიძე ბარიერგადალახულ პარტიებს: იმისთვის დახარჯეთ რესურსი, რომ სააკაშვილის მუქარისა და ბოკერიას თვალების ბრიალის, დამუნათების მსხვერპლნი გამხდარიყავით?

რეალურად გამოჩნდება ვინაა სააკაშვილი-ბოკერიას ,,პოლიტვოდევილის“ მონაწილე, - ამის შესახებ წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე და ოპოზიციას მიმართავს.

„შეკითხვები მაქვს ბარიერგადალახულ იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც არ არიან სააკაშვილი-კეზერაშვილის კმაყოფაზე - იმისთვის დახარჯეთ ადამიანური, ფიზიკური და ფულადი რესურსი, რომ დისტანციურად დორბლიანი სააკაშვილის მუქარისა და ბოკერიას თვალების ბრიალის დამუნათება/ბულინგის მსხვერპლნი გამხდარიყავით პარლამენტში არშესვლაზე? - წერს აბაშიძე.

მისი თქმით, ამ დღეებში რეალურად გამოჩნდება ვინაა სააკაშვილი-ბოკერიას ,,პოლიტვოდევილის“ მონაწილე.

,,ამომრჩეველმა მოგცათ ხმა ამ დათქმით - არა ნაცებს! არა ქოცებს! თქვენ რას აკეთებთ? ნაცების თამაშს თამაშობთ“ - აცხადებს გია აბაშიძე.