სანდრო რაქვიაშვილი: ბევრი ჩვენი მხარდამჭერი „გირჩის“ დაშლის გამო იმედგაცრუებულია

სანდრო რაქვიაშვილი: ბევრი ჩვენი მხარდამჭერი „გირჩის“ დაშლის გამო იმედგაცრუებულია

„გირჩი“ ოფისის მისამართს იცვლის. ვინ გადავა ბესიკიდან ჩიტაძის ქუჩაზე და ვის დარჩება სახელი „გირჩი“ ჯერ ისევ გაურკვეველია. დაპირისპირებულ მხარეებს შორის კონსულტაციები ამ საკითხზე არ გამართულა.

სანდრო რაქვიაშვილის თქმით, ისინი თანამშრომლობას არც მეათე მოწვევის პარლამენტში აპირებენ და საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შემთხვევაში ზურაბ ჯაფარიძეს დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით მოუწევს მუშაობა.

„ბევრი ჩვენი მხარდამჭერი ახლა იმედგაცრუებულია, იმიტომ, რომ პარტია დაიშალა. ამის მიუხედავად, დღესაც დავჯდები მე მოლაპარაკებაზე თუ ზურას (ჯაფარიძის) სურვილი იქნება. ბევრი წინადადება იყო, მაგრამ ეს არ მოხდა. ჩვენ არ ვართ ერთი ლიდერის პარტია და პარტია არ არის ზურა. ვინც ასე ფიქრობდა, მე მგონი დიდი შეცდომა დაუშვა ან უბრალოდ არ იცოდა რა ხდებოდა შიგნით. ჩვენ შეიძლება გავქრეთ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ზურა წავიდა. ეს შეიძლება იყოს ჩვენი შეცდომების შედეგი, რომელიც შეიძლება მომავალში დავუშვათ“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.