ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების დასრულებამდე, ოპოზიციის მიერ გასაჯაროებულ 4-პუნქტიან გეგმას მმართველ გუნდში ეხმარებიან. ქართულ ოცნებაში ოპონენტებს უპასუხისმგებლოს უწოდებენ და განმარტავენ, რომ ეს პირველ რიგში მოლაპარაკებების პროცესს აზიანებს.
„ძალიან დასანანია, რომ ოპოზიციის ეს პუნქტები თუ გეგმა გასაჯაროვდა. ჩვენ მკაცრად ვაცხადებდით და მათ შორის, ფასილიტატორი ელჩების თხოვნა იყო, რომ ამ მოლაპარაკებისა და დიალოგის შინაარსი არ გასაჯაროებულიყო. არ ვიცით, ვინაა ამის გასაჯაროების წყარო, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ერთ-ერთ ტელევიზიაში გაჟღერდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომელმა პარტიამ გადასცა ის მედიას. ერთია ის, რომ ესაა უპასუხისმგებლო დამოკიდებულება და მეორე - იმ პარტიისა თუ ადამიანების მხრიდან, რომელთაც ეს გაასაჯაროვეს, მიუთითებს იმაზე, რომ მათ არ სურს, რომ ეს დიალოგი იყოს წარმატებული და მისი ჩაშლა სურთ. დოკუმენტში საუბარია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი კანდიდატი ავტომატურად დაინიშნოს ცესკო-ს ხელმძღვანელად. დარწმუნებული ვარ, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს არანაირი სურვილი არ აქვთ, ჩაერთონ ამაში“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.