მადრიდის „რეალის“ კაპიტანი სერხიო რამოსი გამოჯანმრთელდა და ვარჯიში დაიწყო. ესპანელი მცველი „სამეფო კლუბს“ ჩემპიონთა ლიგის მატჩში, სადაც მადრიდელები მიონხენგლადბახის ბორუსიას დაუპირისპირდებიან, ითამაშებს.
რამოსმა ტრავმა დაახლოებით 3 კვირის წინ მიიღო და რამდენიმე მნიშვნელოვანი თამაში გამოტოვა.
„რეალს“ ჩემპიონთა ლიგაზე 5 ტურის შემდგომ 7 ქულა აქვს, ისევე როგორც „შახტარს“ და მომდევნო ეტაპზე გასასვლელას აუცილებლად გამარჯვება სჭირდება. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ზინედინ ზიდანის გუნდი „ბორუსიასთან“, 9 დეკემბერს, თბილისის დროით 23:55საათზე ჩაატარებს.