„მილანს“ უახლოეს მომავალში ახალი, ულტრათანამედროვე სტადიონი ექნება

„მილანს“ უახლოეს მომავალში ახალი, ულტრათანამედროვე სტადიონი ექნება

„მილანს“ უახლოეს მომავალში ახალი, საკუთარი ულტრათანამედროვე სტადიონი ექნება. ამის შესახებ კლუბის გენერალურმა დირექტორმა, ივან გაზიდისმა განაცხადა.

როგორც გაზიდისმა განაცხადა, ქალაქის მუნიციპალიტეტისა და „ინტერის“ ხელმძღვანელობასთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა უახლოეს მომავალში ადგილი მოიძიონ და ახალი არენის მშენებლობა დაიწყონ, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო იქნება. ძველი სტადიონი კი „ინტერის“ სავარაუდოდ, საკუთრებაში გადავა.

მაშინ, როდესაც ის ამ თანამდებობაზე დაინიშნა, პოპულარობის თვალსაზრისით როსონერი მსოფლიო ათეულშიც არ იყო, ახლა კი მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლა.