ლეგენდარული მრბოლელის, მიხაელ შუმახერის ვაჟი, მიკ შუმახერი „ფორმულა 2-ის“ მიმდინარე სეზონის ჩემპიონი გახდა. ამის შესახებ France 24-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ბაჰრეინში გამართულ რბოლაში შუმახერმა მე-18 შედეგი აჩვენა, თუმცა საერთო ჩათვლაში უახლოეს კონკურენტს, კალუმ ილოტტს 14 ქულით გაუსწრო და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
„ჯერ კიდევ ვერ გავიაზრე, რომ ჩემპიონი ვარ. უკეთესი იქნებოდა დღეს კარგი რბოლა რომ გვქონოდა. ამის მიუხედავად, ჩემპიონები გავხდით, ხალხს ეს რბოლა დაავიწყდება და წლის კარგი მომენტები ემახსოვრება“, - განაცხადა შუმახერმა.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ შუმახერი კარიერას „ფორმულა 1-ში“ გააგრძელებს. მან „ჰაასთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.