ირმა ნადირაშვილი „იფსოს“-ის კვლევაზე:  ამ კვლევამ აჩვენა საზოგადოების განწყობა, რომ არჩევნები ჩატარდა დიდი ხარვეზებით და „ქართულმა ოცნებამ

ირმა ნადირაშვილი „იფსოს“-ის კვლევაზე:  ამ კვლევამ აჩვენა საზოგადოების განწყობა, რომ არჩევნები ჩატარდა დიდი ხარვეზებით და „ქართულმა ოცნებამ" შეცვალა საზოგადოების ნება

"ევროპული საქართველოს" წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, " მთავარი არხის" დაკვეთით ჩატარებულ „იფსოს“-ის კვლევაში ნათლად ჩანს საზოგადოების განწყობა, რომ ქვეყანა ვითარდება არასწორი მიმართულებით და „ქართული ოცნების" მთავრობას გადასაჩეხად მიჰყავს ქვეყანა მისი არასწორი მართვის გამო.

ნადირაშვილის თქმით, ამ კვლევამ ასევე აჩვენა საზოგადოების განწყობა, რომ არჩევნები ჩატარდა დარღვევებით და "ქართულმა ოცნებამ" შეცვალა საზოგადოების ნება.

„იფსოს-ის კვლევამ აჩვენა ის განწყობები, რომლებიც ნამდვილად არსებობს საზოგადოებაში, რომ ქვეყანა არასწორი გზით ვითარდება, რომ "ქართული ოცნების" მთავრობას გადასაჩეხად მიჰყავს ეს ქვეყანა თავისი პოლიტიკის არასწორი მართვის გამო.

ამ კვლევამ დაადასტურა და აჩვენა განწყობა საზოგადოების, რომ არჩევნები ჩატარდა დარღვევებით, ძალიან დიდი ხარვეზევებით და "ქართულმა ოცნებამ" შეცვალა და გადაჯღაპნა ოქმები და ამით შეცვალა საზოგადოების ნება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებაა,“ - განაცხადა ნადირაშვილმა.

ცნობისთვის, „მთავარი არხის" დაკვეთით კომპანია IPSOS-მა პოსტსაარჩევნო კვლევა ჩაატარა. კვლევის მიხედვით, კითხვაზე, როგორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა, მოქალაქეების 59% ფიქრობს, რომ არასწორი მიმართულებით, 41%-ი კი ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. გამოკითხული მოქალაქეების 62 % -ი "ქართული ოცნების" საქმიანობას არ იწონებს, 38%-ი კი იწონებს. რაც შეეხება არჩევნებს, გამოკითხულთა 52% ფიქრობს, რომ არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარდა, რამაც შეცვალა არჩევნების შედეგები.

Aburjga Tasmanieli ფეიკ იფსოსი" ამ სახელმწოდებით ამ წუთებში კიევში გამომძიებელი ჟურნალისტების სკანდალური ბრიფინგი იწყება. ვალერი ტოვმაჩი და ოლეგ დეინეკა ასაჯაროებენ იმ დოკუმენტებს, რომლითაც მტკიცდება, რომ "მთავარი არხი" და ნიკა გვარამია ეგზიტპოლებს უკვეთავს არა ფრანგულ ,,იფსოსს" არამედ იმ პირებს, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან "ნაციონალურ მოძრაობასთან". როგორ ამზადებს დესტაბილიზაციას "ნაციონალური მოძრაობა" ყალბი ეგზიტპოლის და სააკაშვილთან დაკავშირებული უკრაინელი დამკვირვებლების მეშვეობით - რა იგეგმება არჩევნების ღამეს სააკაშვილის გუნდის მხრიდან. ვრცელ სიუჟეტს "ქრონიკა" 20:00 საათზე შემოგთავაზებთ
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ავადმყოფებო, სიცრუით დაავადებულებო, წადით, წადთ შეგვეშვით! და საერთოდ ქართულ სახელმწიფოს არაფერში სჭირდება, საერთოდ არ სჭირდება პარლამენტი! პარლამენტს და შესაბამისად ხელისუფლების არჩევითობას საქართველოსათვის უბედურების მეტი არაფერი მოუტანია, დაწყებული "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართელოს" არჩევნებიდან დღემდე!
4 წლის უკან