ეკატერინე ტიკარაძე: ვგმობთ „ფეიკ ნიუსებს“, რადგან ჩვენ ჩვენი ოპონენტების მიმართ მსგავს ხერხს არ ვიყენებთ

ეკატერინე ტიკარაძე: ვგმობთ „ფეიკ ნიუსებს“, რადგან ჩვენ ჩვენი ოპონენტების მიმართ მსგავს ხერხს არ ვიყენებთ

ვგმობთ „ფეიკ ნიუსებს“, რადგან ჩვენ ჩვენი ოპონენტების მიმართ მსგავს ხერხს არ ვიყენებთ, - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების რუსულ პასპორტებზე დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით.

„ბოლო დღეების განმავლობაში იმდენი ფეიკნიუსი გავიდა ეთერში ჩვენი ტელეკომპანიების მეშვეობით, რომ ჩემთვის ესეც არის შექმნილი სიუჟეტი, რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ბატონ ბიძინა ივანიშვილის ოჯახზე დამატებით ნეგატივის შექმნას იმისთვის, რომ მოსახლეობას მისდამი ნდობა, გამოიწვიოს მოსახლეობის აგრესია, რაც შესაბამისად, პირდაპირპროპორციულად მიმართულია ჩვენი ქვეყნის რეგრესსა და უკანსვლაზე. იცით, ჩვენ ვართ მომხრე საქართველოს ევროპული და დემოკრატიული განვითარების. ვგმობთ მსგავს „ფეიკ ნიუსებს“, რადგან ჩვენ ჩვენი ოპონენტების მიმართ მსგავს ხერხს არ ვიყენებთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.