დავით ბაქრაძე: ჩვენი სურვილია პოზიციები დაახლოვდეს, შეთანხმება შედგეს და კრიზისი განიმუხტოს, ოღონდ, ბურთი არის ხელისუფლების მხარეს

დავით ბაქრაძე: ჩვენი სურვილია პოზიციები დაახლოვდეს, შეთანხმება შედგეს და კრიზისი განიმუხტოს, ოღონდ, ბურთი არის ხელისუფლების მხარეს

ჩვენი სურვილია, პოზიციები დაახლოვდეს, შეთანხმება შედგეს და კრიზისი განიმუხტოს,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

ბაქრაძის თქმით, კრიზისი გაყალბებულმა არჩევნებმა შექმნა, რომლის განმუხტვისთვისაც მიმდინარეობს მუშაობა.

„მოლაპარაკებები არსებობს იმიტომ, რომ განსხვავებული პოზიციები დაახლოვდეს, ჩვენი სურვილია, ეს პოზიციები დაახლოვდეს, შეთანხმება შედგეს და კრიზისი განიმუხტოს, ოღონდ, რა თქმა უნდა, ბურთი არის ხელისუფლების მხარეს. კრიზისი, რომლის განმუხტვისთვისაც დღეს ვმუშაობთ, გაყალბებული არჩვენების შედეგად არის შექმნილი“,-განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკების მესამე რაუნდი მიმდინარეობს.