2-თვიანი პაუზის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს უბრუნდება.
კვირას, ბელგიის ჩემპიონატის მორიგ ტურში „გენტი“ სტუმრად „ოსტენდეს“ ხვდება და ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი სამატჩო განაცხადშია.
ჩაკვეტაძე სექტემბერში კიევის „დინამოსთან“ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში დაშავდა, რის გამოც ოქტომბერში უმნიშვნელოვანესი სანაკრებო მატჩები გამოტოვა. ის „გენტში“ 2017 წლიდან გამოდის და მას შემდეგ ჩატარებულ 39 შეხვედრაში, 5 გოლი გაიტანა.