ვაკო ყაზაიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო კლუბი „სან ხოსე“ დატოვა.
ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გულშემატკივარს თავად აცნობა და სოციალური ქსელის საშუალებით მადლობა გადაუხადა.
ყაზაიშვილი „სან ხოსეს“ ღირსებას 2017 წლიდან იცავს და ამ გუნდის მაისურით ჩატარებულ 99 შეხვედრაში, 30 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
ამ დროისთვის უცნობია თუ სად განაგარძობს კარიერას ყაზაიშვილი.