გამოკითხულ ქართველთა მხოლოდ 10%–ია ბედნიერი, 56%–ს პრობლემები აქვს, 35% კი თავს უბედურ ადამიანად გრძნობს. ამ მაჩვენებლით საქართველოს პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე სავალალო მდგომარეობა აქვს. შედარებისთვის, ბელორუსი რეიტინგში 54–ე ადგილზეა, ხოლო თურქმენეთი სულაც მეთვრამეტეზე.
მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ხალხი სკანდინავიურ ქვეყნებში ცხოვრობს – ირწმუნებიან სოციოლოგები. ორგანიზაცია Gallup-მა გამოკითხვა მთელ მსოფლიოში ჩაატარა და დაასკვნა, რომ ყველაზე ბედნიერად თავს დანიის მოსახლეობა მიიჩნევს.
პირველ ხუთეულში არიან ფინეთი, ნორვეგია, შვედეთი და ნიდერლანდები. როგორც ჟურნალი Forbes-ი წერს, ამ ქვეყნებში ადამიანთა კეთილდღეობისთვის საკმაოდ კარგი პირობებია შექმნილი.
გამოკითხვამ აჩვენა, რომ დანიაში მოსახლეობის 82% თავს ბედნიერად მიიჩნევს, 17%-ს პრობლემები აწუხებს და მხოლოდ 1% აღიარებს, რომ უბედურია. ამ ქვეყნის მოსახლეობის ბედნიერების ინდექსი 7,9 ქულით განისაზღვრა.
მეორე პოზიციაზე მყოფ ფინეთში მოსახლეობის 75%-ია ბედნიერი, 23%-ს პრობლემები აქვს, და მხოლოდ 2%-ია უბედური. დანიის საშუალო ინდექსი 7,8 ქულაა.
გამოკითხვამ აჩვენა, რომ ნორვეგიაში თითქმის არავინაა დამწუხრებული, თუმცა თავს ბედნიერად მხოლოდ 69% მიიჩნევს (7,9 ქულა). თითო პროცენტით ნაკლები მაჩვენებელი აქვთ ნიდერლანდებსა და შვედეთს (7,7 და 7,9 ქულა).
155 ქვეყნისგან შემდგარ რეიტინგში საქართველო 115-ე პოზიციას იკავებს. ჩვენთან გამოკითხულთა მხოლოდ 10%-ია ბედნიერი, 56%-ს - პრობლემები აქვს, 35% კი თავს უბედურ ადამიანად მიიჩნევს. საქართველოს ამ მაჩვენებლებით 6,2 ქულა ერგო, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე სავალალოა: რუსეთი - 73-ე ადგილი, უკრაინა -74-ე, ბელორუსი - 54-ე, სომხეთი 110-ე, აზერბაიჯანი - 103-ე, თურქმენეთი - 18-ე.
ერთ–ერთ ყველაზე უბედურ ერად გრძნობენ თავს ტანზანიელები. მათ მხოლოდ 3,1 ქულის დაგროვება შესძლეს. რეიტინგის ბოლო პოზიციას ტოგო იკავებს, რომლის მოსახლეობის მხოლოდ 1% მიიჩნევს თავს ბედნიერად.
სხვა რეიტინგით, დედამიწაზე ერთ–ერთი ყველაზე ბედნიერი ხალხი თურმე კოსტა რიკაში ბინადრობს. ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ცალკეული ინდივიდისა თუ „ბედნიერების ეკონომიკის“ სფეროს სპეციალისტისთვის ბედნიერება პირადული არჩევანია და მისი კონცეფცია ღრმად სუბიექტურია. ზოგისათვის ეს ემოციაა, ზოგისთვის კი (როგორც ჯილქრაისთ ლოუსონმა ბრძანა) „არსებობის უზენაესი ობიექტი,“ ან სულაც „ღმერთთან კავშირი“ (პასკალი).
გარდა ამისა, ზოგი ადამიანი სხვების ბედნიერებას თავისი საზომით ზომავს. დასავლეთის ქვეყნებში მიიჩნევენ, რომ ინდოელები უბედურები არიან თავიანთი სიღატაკის გამო. ინდოელების აზრით კი, დასავლეთი იმით არის უბედური, რომ შინაგანი სიმშვიდე აკლია, რაც მათი (ინდოელების) ძლიერი მხარეა.
თუ გავითვალისწინებთ თვალთახედვის ასეთ განსახვავებულობას, მსჯელობა ალბათ ლენდონის შემდეგი სიტყვებით უნდა დავასკვნათ: „ბედნიერება იზიდას ქანდაკებას ჰგავს, რომლისთვისაც საბურველი ჯერ არც ერთ მოკვდავს არ აუხდია“.
ბედნიერება დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, როგორ აღიქვამს ადამიანი ცხოვრებას, რა ღირებულებები აქვს მას და რა არის მისთვის მნიშვნელოვანი. ზოგისთვის ეს არის ფული, ზოგისთვის საყვარელი ადამიანის ყოლა, შოპინგი, ოქროები და მოკლედ ვისთვის რა.
„ადამიანიებს უმეტესობა ბედნიერია იმდენად,რამდენადაც გადაწყვეტენ, რომ ბედნიერები იყვნენ“ – ეს კარნეგის სიტყვებია.
„არასოდეს დაუწყო ბედნიერებას დევნა. გახსოვდეს რომ ის მუდამ შენშია“, – ამბობს პითაგორა.